Accentnews.ge
"ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს"

"ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს"

05/02/2021 19:40:40 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ქართულ ოცნებას" არავის დაპატიმრების თავი არ აქვს. იმიტომ კი არა, რომ ისინი გამბედავები არ არიან, იმიტომ, რომ მშვენივრად იციან, რომ ეს მართლა პოლიტიკური დევნა არის, ეშინიათ მათ. იმ ფონზე, როდესაც მათ ჩემი საარჩევნო შტაბი გადაწვეს, ვისაც უბნები დაურბიეს, ახლა დაიჭირონ ის​, ეს ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დახურული", – განაცხადა ნიკა მელიამ.

5 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ თუ ნიკა მელია ერთ კვირაში არ გადაიხდის გირაოს თანხას, უწყება ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას მოითხოვს.

"არ გადავიდი და ვერ დამიჭერთ!", – ასე უპასუხა მელიამ პროკურატურის განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S