Accentnews.ge
"თუ პარლამენტში კოლეგები ვერ შევიყვანეთ, პასუხს ვაგებთ და ჩვენ შევალთ"

"თუ პარლამენტში კოლეგები ვერ შევიყვანეთ, პასუხს ვაგებთ და ჩვენ შევალთ"

06/02/2021 08:18:33 პოლიტიკა

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ ქართული ოცნება დათმობაზე წავა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით შევიდეს.

როგორც მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, თუ ის ოპოზიციის დათანხმებას ვერ შეძლებს, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და პარლამენტში თავად შევა.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მათ ქართულ ოცნებას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით "სასწაული პირობა" შესთავაზეს.

"შევთავაზეთ ჩემი აზრით სასწაული პირობა - ანუ თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მინიმუმ ჩვენ შევალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ამ საკითხის გადასაწყვეტად ყველანი შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. თუ ხმებს ვერ მოვაგროვებთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში", - ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ დიდმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან.

"თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში. საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, ერთმანეთის დასახოცად იქ არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ...

რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ - ნაციონალურმა მოძრაობამ ან ქართულმა ოცნებამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S