Accentnews.ge
მუნჯი პეტერბურგელი “ლოზუნგების სკანდირებისთვის” დააჯარიმეს

მუნჯი პეტერბურგელი “ლოზუნგების სკანდირებისთვის” დააჯარიმეს

06/02/2021 14:22:13 პოლიტიკა

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 5 000 რუბლით დააჯარიმა ადგილობრივი ევგენი აგაფონოვი, რომელსაც საჯარო ღონისძიებების მართვის წესების დარღვევა წაუყენეს ბრალად.

პოლიციის პროტოკოლში აღნიშნულია, რომ “პეტერბურგის მკვიდრი ე. აგაფონოვი სხვა მოქალაქეებთან ერთად საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობდა და ლოზუნგებს სკანდირებდა". ეს – მაშინ, როცა აგაფონოვი III ჯგუფის შშმ პირია – ის სმენადაქვეითებულია და ვერც მეტყველებს.

როგორც მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, დაკავების დღეს აგაფონოვი მაღაზიაში მიდიოდა, საპროტესტო აქციის შესახებ კი არაფერი იცოდა. პოლიციელებმა მამაკაცი იმ მომენტში დააკავეს, როცა შეჩერებული, ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რომ არ ესმოდა და ვერ მეტყველებდა. განყოფილებაში აგაფონოვმა 9 საათი დაჰყო. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არც სურდო-თარჯიმანი გამოუყვეს, რის გამოც ვერც პოლიციას უხსნიდა რამეს, ვერც სამართალდამცველების ესმოდა და შესაბამისად, არც საკუთარი უფლებების შესახებ მიეწოდა ინფორმაცია.

23 და 31 იანვარს სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ჯამში რუსეთის მასშტაბით პოლიციამ 6 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, აღიძრა სისხლის სამართლის სულ მცირე, 70-მდე საქმე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S