Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე: "პოლიციამ შეშა და გენერატორი მოგვპარა"

ზურაბ ჯაფარიძე: "პოლიციამ შეშა და გენერატორი მოგვპარა"

06/02/2021 16:00:44 პოლიტიკა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "დედაენის ბაღის" მიდამოებიდან პოლიციამ დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების ორი მანქანა მოიპარა, რომელთაგანაც ერთზე შეშა და კასრები, მეორეზე კი გენერატორი იყო.

"20.00-ზე აქციაა პარლამენტის წინ, კომენდანდტის საათს არ ვემორჩილებით და ვაწყობთ მსვლელობას. მსვლელობა მთავრდება დედა ენის ბაღში, სადაც ვაპირებთ ღამის გათევას მუსიკის ფონზე.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ "დედაენის ბაღის" მიდამოებიდან მოგვპარა:

1 მანქანა შეშით და კასრებით

1 მანქანა გენერატორით

ახლა ვფიქრობ როგორ დავუმტკიცო ელჩებს რომ ნამდვილად გვყავდა და მოგვპარეს", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის წინ 20:00 საათზე იწყება. დაგეგმილია აქცია-პერფორმანსი და მსვლელობა, რომლის დროსაც მოქალაქეები კომენდანტის საათს დაარღვევენ, ამ ქმედებით კი პროტესტს გამოხატავენ ხელისუფლების მიერ დაწესებული კოვიდშეზღუდვების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S