საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშნვა იგეგმება
08/02/2021 07:43:14 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაია მენაღარიშვილის ინფორმაციით, დეპუტატ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშნვა იგეგმება.
"იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება", - განაცხადა მენაღარიშვილმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ.
სადღესიოდ თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.


