ლევან კობერიძე „ლელოს“ ტოვებს
08/02/2021 08:19:38 პოლიტიკა
„ლელოს“ წარმომადგენელი, ვაკის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე პარტიას ტოვებს.
„კურიერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება, პარტიის სამომავლო ხედვებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება.
კობერიძის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „ლელოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია.


