Accentnews.ge
ბოლქვაძე - წულუკიანზე: "სადაც ჩაიხედავს, ის სფერო იქნება წარმატებული და კრეატიული"

ბოლქვაძე - წულუკიანზე: "სადაც ჩაიხედავს, ის სფერო იქნება წარმატებული და კრეატიული"

08/02/2021 08:21:57 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე დეპუტატ თეა წულუკიანის მთავრობის გუნდში შესაძლო დაბრუნების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი "ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი".

"ქალბატონი თეა [წულუკიანი] ყველა პოზიციაზე იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი. ყველგან წარმატებული მინისტრი იქნება ქალბატონი თეა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, მე ვცემ უდიდეს პატივს. ქალბატონი თეა თავისი მოცემულობით, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ის ჩაიხედავს და სადაც ის იმოღვაწევებს, ის იქნება წარმატებული სფერო და აუცილებლად იქნება საინტერესო, კრეატიული. მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში და ამას მალე გაიგებთ", - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მაია მენაღარიშვილის ინფორმაციით, დეპუტატ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშნვა იგეგმება.

სადღესიოდ თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S