ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გია ვოლსკის კანდიდატურა წარადგინეს
08/02/2021 13:35:10 პოლიტიკა
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიას, მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა უნდა უხელმძღვანელოს. კომისია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით იმუშავებს.


