Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ მზადაა, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს

„ქართული ოცნება“ მზადაა, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს

08/02/2021 17:46:16 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმამ სტარტი დღეს, 8 დეკემბერს, აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრებით.

ამასთან, ის გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა - თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“, ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ“, - ამბობს მდინარაძე.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის „ქართულ ოცნებას“ ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების (მანდატების) არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც.

ცნობისთვის: მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ გარდა პარტია „მოქალაქეები“ აწერენ ხელს, ნათქვამია: „მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგინდება 5-პროცენტიანზე დაბალი, არაუმეტეს 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. იქვე აღნიშნულია, რომ ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში“.

„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მმართველ პარტიას შესთავაზა „სასწაული პირობა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს. თავის მხრივ „გირჩი“ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ამ საკითხის გადასაწყვეტად ოპოზიციონერი კოლეგები სრული შემადგენლობით შევიდნენ პარლამენტში. თუკი „გირჩი“ კოლეგების დარწმუნებას ვერ შეძლებს, მზად არის, თავად შევიდეს პარლამენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S