"მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, "ოცნებამ" იმუნიტეტი არ უნდა ჩაუხსნას"
09/02/2021 15:03:38 პოლიტიკა
"გირჩის" ერთ–ერთ ლიდერს ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს.
"მიმაჩნია, რომ მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, მაგრამ თუ არ გადაიხდის გირაოს, "ქართულმა ოცნებამ" იმუნიტეტი არ უნდა ჩაუხსნას", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.


