ენმ–ის შემდეგ პარტიაში ცვლილებებს „ეროპული საქართველოც“ აანონსებს
10/02/2021 08:12:46 პოლიტიკა
სტრუქტურულ განახლებას „ევროპულ საქართველოში“ აანონსებენ. თუმცა ირწმუნებიან, რომ პარტიას არავინ ტოვებს და ძალაში რჩება ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტიება. პარტიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ევროპულ საქართველოს“ მისი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტოვებს.
ინფორმაციისთვის: პარტიის თავმჯდომარეა დავით ბაქრაძე, გენმდივანი – გიგი უგულავა, პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე – გიგა ბოკერია.
როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება.
„იმ მძიმე კრიზისული არჩევნების შემდეგ, რაც გადავიარეთ, გარკვეულ გაუმჯობესებაზე, სტრტუქტურულ ცვლილებებზე, სტრატეგიულ გადაწყობაზე, პარტიის შიგნით მიდის მსჯელობა. პარტიის ლიდერები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული. ეს იქნება საერთო პარტიული გადაწყვეტილება, პარტიიდან წასვლაზე საუბარი არ არის.
პარტიამ ამ უსამართლო არჩევნებით დიდი დარტყმა მიიღო და ვეცდებით, სტრუქტურულადაც და ტაქტიკურადაც მოვერგოთ ახალ ვითარებას“,– განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.


