Accentnews.ge
"ვიცე-სპიკერობის პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ, ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც"

"ვიცე-სპიკერობის პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ, ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და ცხენიც"

10/02/2021 08:59:30 პოლიტიკა

მოქალაქეების" ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს, აცხადებს, რომ არ აპირებს კანონით გათვალისწინებული პრივილეგიების გამოყენებას.

როგორც მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პრივილეგიები არ სჭირდება.

"პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება... მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე", - განაცხადა იოსელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S