მედია - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მარტში უკრაინასა და საქართველოში ვიზიტს გეგმავს
10/02/2021 06:39:36 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტში საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, – იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.
მისივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა დააანონსა ვიზიტი უკრაინაში.
„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შარლ მიშელი მარტში უკრაინასა და საქართველოში ჩავა, რათა ორი ქვეყნისადმი ევროკავშირი მხარდაჭერა დაადასტუროს.


