Accentnews.ge
ოხანაშვილი: "საგამოძიებო კომისიაში მოსვლა ოპოზიციის ნებაზე არაა დამოკიდებული, მათ მოუწევთ ეს"

ოხანაშვილი: "საგამოძიებო კომისიაში მოსვლა ოპოზიციის ნებაზე არაა დამოკიდებული, მათ მოუწევთ ეს"

10/02/2021 11:41:57 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას რეგლამენტი ავალდებულებს, გამოცხადდეს საარჩევნო საკითხზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე.

"ყველას შევახსენებ, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა არის სავალდებულო. თვითონაც კარგად იციან, რომ არავის ჰქონდა უფლება უარი ეთქვა საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე. გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მათ მოუწევთ, კომისიის წინაშე მოსვლა და ფაქტების წარდგენა, თუ აქვთ. არავინ დაავალდებულებთ, კონკრეტული ფაქტი მოიტანონ, მაგრამ თუ ჰქონდათ, პასუხის გაცემა მოუწევთ, რა ფაქტებზე საუბრობდნენ. თუ ეს ფაქტები არ ჰქონდათ, საზოგადოება ნახავს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ საარჩევნო ბარიერგადალახული ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. რაც შეეხება ამ დროისთვის პარლამენტში მყოფ ორ ოპოზიციურ პარტიას – “ევროპელ სოციალისტებსა” და “მოქალაქეებს”, ცნობილია, რომ “ევროპელი სოციალისტები” კომისიის მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S