გახარია - მელიაზე: "შეუძლია, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა ან გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება"
12/02/2021 10:14:15 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებულ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელიამ უნდა გადაწყვიტოს,
"ეს არის სამართალდამცავი სისტემა. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც, არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია, გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ "ქართული ოცნება" ან პროკურატურა?! არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია, გირაოს სანაცვლოდ ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა", – განაცხადა პრემიერმა.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.


