"ხომ არ შეიძლება, წელიწადნახევარი ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როდის გადადგებიო"
12/02/2021 10:21:45 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და არსად აპირებს წასვლას.
გახარიას თქმით, მომაბეზრებელი გახდა ჟურნალისტების მხრიდან გამუდმებული საუბარი მის გადადგომაზე.
"წელიწადზე მეტია ეს კითხვებია - როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ? ეს არის ჩვეულებრივი ჭორი, რომელიც უკვე მომაბეზრებელი გახდა. რაღაც საინტერესო თემებზე ხომ შეიძლება ვისაუბროთ? ხომ არ შეიძლება წელიწადნახევარი ჟურნალისტებთან როდესაც დავდგები იყოს კითხვა როდის მიდიხართ ან როდის გადადგები?", - განაცხადა პრემიერმა.


