ბაქრაძე განმარტავს, რატომ ტოვებს „ევროპულ საქართველოს“
12/02/2021 14:31:33 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე, რომელიც არაუგვიანეს მაისისა გაიმართება, არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა.
აღნიშნულს ის რამდენიმე გარემოებით ხსნის: პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება, და რომ იღებს პასუხსიმგებლობას არჩევნების შედეგებზე.
მისი თქმით, მიუხედავად არჩევნების შედეგების გაყალბებისა, შედეგები პარტიასთვის ცუდი იყო.
"არ მივდივარ ოპოზიციური ფლანგიდან. გზას ვუთმობ ახალ სახეებს“,–განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მაისის ბოლომდე თავმჯდომარედ რჩება, მაისიდან პარტიულ პოლიტიკაში იღებს პაუზას, თუმცა რჩება ოპოზიციურ პოლიტიკაში.
ამასთან, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით ლიდერებს შორის აზრთასხვადასხვაობაა და რომ მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავა კი იზიარებს.
თავად უგულავამ აღნიშნა, რომ აქტიურად გეგმავს პოლიტიკაში დარჩენას, თუმცა პარტიული თანამდებობა არ ექნება:
"დღეს პრიორიტეტულია, იქნება თუ არა ოპოზიციური ერთობა, რა გეგმავს დადებს ის და არა რომელიმე პარტია".
"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მათი მსგავსი გადაწყვეტილება:
"მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი, როცა ლიდერები უნდა გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან".


