ჯაფარიძე პროტესტის ნიშნად ბარს ხსნის
12/02/2021 15:35:16 პოლიტიკა
"გირჩი - თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაუმორჩილებლობის ნიშნად, 13 თებერვალს ბარს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ბარი ღამის საათებშიც იმუშავებს და მისი გახსნა მიმართულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.
"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე. გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა", - წერია ინფორმაციაში.


