"მხარს ვერაფრით დავუჭერ იმ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა"
15/02/2021 07:58:29 პოლიტიკა
"მხარს ვერ დავუჭერ იმ მელიას შვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა. ამ ნაწილში სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები", – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
"მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ. სერიოზულ ნოტაზე, მაინც არ დავუჭერ მხარს. იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ძალიან მინდა, გულით გავიგო ის იურიდიული ნორმები, რის საფუძველზეც ეს ხდება. ჩემთვის გაუგებარია. მარტო ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ჩემთვის საკმარისი არ არის", – განაცხადა ზილფიმიანმა.


