Accentnews.ge
"გირჩმა" „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დატოვა

"გირჩმა" „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დატოვა

15/02/2021 09:05:51 პოლიტიკა

"გირჩმა" „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დატოვა.

"ძალიან მალე დავტოვეთ. მიზეზი იყო ის, რომ კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია. შევეცდებით, დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია", - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

როგორც "გირჩის" კიდევ ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, "ლეიბორისტების ოფისში შეკრებილები მიშას [ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი] თამაშს თამაშობენ".

"მაგალითად, კახა კუკავამ გვითხრა, გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. ასე მითხრა სიტყვა-სიტყვით. ზოგადად განწყობა იყო ეს და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი თამაში არ არის. ჩვენ გვქონდა სულ სამი საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა:

ერთი: მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რაზეც პასუხი ვერ გამცეს საერთოდ.

მეორე: რომ ვამბობთ, არჩევნები გაყალბდაო და ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს, მომეცით თქვენ ხელთ არსებული მტკიცებულება. იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს, რაზედაც ასევე დუმილი იყო და კონკრეტული პასუხი არ ყოფილა.

მესამე საკითხი იყო: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა იყო და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო მხარდაჭერას და ვუცხადებთ. ანაზე ატყდა ყაყანი და გაუსაძლისი გახდა ჩვენი ყოფნა". - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, როგორ დაუპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S