უგულავა – ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ: "თუ მელიას დააკავებენ, წინააღმდეგობა იქნება სრული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს და დავარტყამ"
15/02/2021 09:22:14 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას დააკავებენ, ოპოზიცია მას ფიზიკურად დაიცავს.
"თუ ხელისუფლება გავიდა არაციონალიზმის საზღვრებიდან და მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და ოპოზიციის პოზიციაც ასეთია: ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას, თუ ხელისუფლება გამოიყენეს ძალას, მას მოუწევს ფიზიკურად ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება. ასევე იცოდეს ხელისუფლებამ რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როგორ გააკეთებს ამას, უგულავამ შედეგი განაცხადა: "მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს და დავარტყამ".


