კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებსა და დედაქალაქში განსხვავებული იქნება
15/02/2021 10:26:27 პოლიტიკა
კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებსა და დედაქალაქში განსხვავებული იქნება.
ცვლილებების პირვანდელი ვერსიით, რეგიონებში საარჩევნო ბარიერი 3% იქნება, ხოლო თბილისში – 2.5%.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ქვეყნის მასშტაბით 4%–ია.
ახალ საარჩევნო რეფორმაზე ამ წუთებში პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ.


