ხვიჩია – კუკავაზე: "ამის წამოძახება არასწორია. ერთადაც გვაქვს მოწეული ბოლო-ბოლო"
15/02/2021 15:09:39 პოლიტიკა
"გირჩის" ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარიხუანა "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავასთანაც მოუწევია და "ამის წამოძახება არასწორია".
"ერთადაც მოგვიწევია მაგ ხალხთან, მარიხუანა ბევრთან, კახა კუკავასთანაც მომიწევია სხვათაშორის. ამის წამოძახება არასწორია მაშინ, როდესაც ერთად გვაქვს მოწეული ბოლო-ბოლო", – განაცხადა ხვიჩიამ.
დღეს კახა კუკავამ განაცხადა, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი "დაუპატიჟებლად მივიდნენ. ისინი დაბოლილები იყვნენ და ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ". მანამდე იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ "ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს".


