Accentnews.ge
"ხვალ "პარლამენტში" პროკურორი მიდის, ჩემი ადვოკატებიც მივლენ და იმედია, შეუშვებენ"

"ხვალ "პარლამენტში" პროკურორი მიდის, ჩემი ადვოკატებიც მივლენ და იმედია, შეუშვებენ"

15/02/2021 18:20:36 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ პარლამენტის საპროცედურო და იუირიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი საქმის პროკურორი მივა.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, პარლამენტში პროკურორისთვის კითხვების დასასმელად მისი ადვოკატებიც მივლენ.

"ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე "პარლამენტში" იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის. "პარლამენტში" მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის "პარლამენტში". გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული! და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!", - წერს მელია.

პარლამენტში ხვალ საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტები ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. შესაძლოა, კენჭისყრა ხვალვე გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მელიასთვის მანდატის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S