Accentnews.ge
"გირაოსაც არ გადავიხდი და ვერც დამიჭერენ"

"გირაოსაც არ გადავიხდი და ვერც დამიჭერენ"

16/02/2021 06:40:53 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, იგი შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდის და ვერც ვერავინ დაიჭერს.

"რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ. მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს. მერე იძულებულებულები გახდებიან "ოცნების" კლასი, ტელეფონს ხელში აიღებენ მურუსიძეს დაურეკავენ და დავალებას მისცემენ, ეტყვიან მელია არ დაიჭიროო, რადგან თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. ამას გააკეთებ. შესაბამისად, გირაოსაც არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ. ამას ვნახავთ მინიმუმ, დღის ბოლოს ან ხვალ. ჩემი დაკავება არის შეუძლებელი, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, და პოლიტიკურად ეს ადამიანები ვერ გაბედავენ ჩემ დაკავებას, რადგან ეს არ იქნება ჩემი დაკავების მცდელობა, ეს იქნება თავისუფალი ხალხის დაკავების მცდელობა და თავისუფლების იდეის დაკავების მცდელობა", – განაცხადა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.

სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S