"პარლამენტში პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია, მივიღო"
16/02/2021 04:56:24 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას პარლამენტში პირადი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.
ბოლქვაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ კანონის უზენაესობას ემხრობა. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, უშუალოდ მისი პირადი გადაწყვეტილება რა იქნება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, დეპუტატმა შემდეგი განაცხადა:
„მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში. ხომ ხვდებით?! ჩემი აზრი უკვე გითხარით, ჩემი აზრი ერთადერთია – კანონის უზენაესობა“.


