Accentnews.ge
"ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა?"

"ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი პარლამენტში, ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა?"

16/02/2021 07:37:56 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, იგი პარლამენტში, რომ შესულიყო, დღეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა არ იქნებოდა.

"ძალიან ბევრ ადამიანს სურდა, რომ მე შევსულიყავი პარლამენტში, იყვნენ ალეკო ელისაშვილები და ასე შემდეგ, რომ "პარლამენტში შევიდეთ", "იქედან ვიბრძოლოთ". რომ შევსულიყავი პარლამენტში და მეღალატა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის, მათი სურვილი რომ არ გამეთვალისწინებინა, ლეგიტიმაცია მიმენიჭებინა პარლამენტისთვის და ალეკო ელისაშვილის გვერდით რომ ვყოფილიყავი, დღეს ეს ყველაფერი რაც პარლამენტში ხდება მოხდებოდა? ანუ უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდნენ? ჩემს დაპატიმრებას ვინმე ახსენებდა? რა თქმა უნდა, არა. ესე იგი სწორად მოვიქეცი", – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის: პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.

სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S