Accentnews.ge
ნიკა მელია აშშ–ის ელჩს მიმართავს

ნიკა მელია აშშ–ის ელჩს მიმართავს

16/02/2021 08:17:13 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის კომიტეტების მიერ მისთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერის ფაქტს ეხმიანება და საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს.

"მივმართავ აშშ–ის ელჩ ქალბატონ დეგნანს – უბრალოდ მაინტერესებს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა მაქვს. ერთი, ორი, სამი, ოთხი რაუნდი იმართებოდა. ოპოზიცია უნდა შევსულიყავით პარლამენტში ხომ?! იგი გვთხოვდა ამას. დავუშვათ შევსულიყავით, მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ არავის ინტერესის სფეროში აღარ ვიქნებოდი. მე ვიქნებდი მათი მსგავსი მონა", – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, "მონა ვერასოდეს გაასამართლებს საქართველოს ამაყ მოქალაქეს".

"თქვენ გგონიათ, რომ მე ციხში გამიშვებთ?! ვერ ეღირსებით. იმიტომ, რომ მონა ვერასოდეს გაასამართლებს და დააპატიმრებს საქართველოს ამაყ მოქალაქეს", – მიმართა ხელისუფლებას მელიამ.

ცნობისთვის: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მისცა. ამჟამად საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.

სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S