Accentnews.ge
მელია – ელისაშვილს: „მართლა არ მომიყვანო პარლამენტში!“

მელია – ელისაშვილს: „მართლა არ მომიყვანო პარლამენტში!“

16/02/2021 08:20:51 პოლიტიკა

"მართლა არ მომიყვანო პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ!" ,– ასე პასუხობს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია „მოქალაქეების“ დამფუძნებელის ალეკო ელისაშვლის ინიციატივას, რომ მზადაა, სადეპუტატო ხელფასი გადაურიცხოს მელიას, რათა მან გირაოს გადახდა შეძლოს.

ელისაშვილი მელიას დაკავებას მხარს არ უჭერს, თუმცა თვლის, რომ მან გირაო უნდა გადაიხადოს.

თავად მელია კი ამბობს, რომ პირი, რომელიც გირაოს უზრუნველყოფას მოახდენს, არა მხოლოდ უშუალოდ მისი მტერი, არამედ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სერგეი გავრილოვის მოკავშირე იქნება, რადგან „უსამართლობას აკანონებს“.

ცნობისთვის: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მისცა. ამჟამად საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.

სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S