Accentnews.ge
"ომბუდსმენს არ აქვს კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს"

"ომბუდსმენს არ აქვს კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს"

16/02/2021 08:51:27 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს იმის კომპეტენცია, პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში.

"თუ მას ინტერესი აქვს, რომ ყველა პირის უფლება იყოს სათანადოდ დაცული, მისი პირდაპირი მოვალეობაა, უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს კონტროლი. რაც შეეხება პარლამენტისთვის მოწოდებას, ეს მისი არჩევანია, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს, მას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში". - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მისცა. ამჟამად საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

სხდომაზე არ დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S