Accentnews.ge
იოსელიანი – "ოცნებას": "დღეს შეგიძლიათ, მოქალაქეებს დაუმტკიცოთ, რომ პარლამენტს შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი"

იოსელიანი – "ოცნებას": "დღეს შეგიძლიათ, მოქალაქეებს დაუმტკიცოთ, რომ პარლამენტს შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი"

16/02/2021 09:50:05 პოლიტიკა

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე აქვს.

მისი თქმით, "გირაოს არგადახდის გამო არ უნდა მისცეს პარლამენტმა თანხმობა, რომ ადამიანი მოხვდეს საპატიმროში".

"რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, საერთოდ იმუნიტეტის არსი რაში მდგომარეობს? იმუნიტეტის არსი არის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ის რისკი, რასაც ჩვენ პოლიტიკოსები ავიღებთ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს ამ შემთხვევაში არის მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა – ეს არგადახდა. და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით მაშინ, რატომ ვუხსნით იმუნიტეტს?. იმ პირობებში, როდესაც 2 წლის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანმა მოახდინა მოწმეებზე ზეწოლა, ან მიმალვას ეცადა. ანუ წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ სასამართლოს ეს პატიმრობა გამოეყენებინა და სასამართლომ ამაზე ტავის დროზე უარი ტქვა. ჩვენ ტრატომ ვქმნით ამ წინაპირობას?

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს – ერთი კვირის წინ თქვენ მხარი არ დაუჭირეთ ოპოზიციონერი კოლეგებისთვის იმუნიტეტის შეჩერებას. და ეს ავხსენით იმით, რომ ეს არის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების სივრცე და ეს იყო სწორი. დღე რა შეიცვალა ამის შემდეგ? აღარ ვაპირებთ ამ დიალოგის გაგრძელებას? აღარ გინდათ, ეს ადამიანები შემოვიდნენ პარლამენტში? ამით თქვენ თვითონ ოცნება ახდენთ პროცესის იმგვარ რადიკალიზაციას, რომ ჩიხში შეგყავთ მთლიანად ეს პოლიტიკური პროცესი და მე მინდა რომ ეს ყველაფერი გაიზროთ. გავიაზროთ პარლამენტის როლი პარლამენტის, რომელსაც არ აქვს რეპუტაციულად კარგი მდგომარეობა. დღეს შეგიძლიათ, დაუმტკიცოთ, რომ პარლამენტს რეალურად შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი; შეუძლია იყოს, ინსტიტუცია, რომელიც არ არის პროკურატურის გაგრძელება", – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა, წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა მისცა. ამჟამად საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.

უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S