"ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ"
16/02/2021 11:55:00 პოლიტიკა
"ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ", – ასე მიმართავს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილს.
„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!“ – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე მეტად, სამართლიანობის კუთხით იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი "ეიმედებოდა", თუმცა შედეგად "სამარცხვინო მართლმსაჯულება" მიიღეს.


