ვინ დაუჭირა (არ დაუჭირა) მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

16-02-2021 16:30:52 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ენმ-ის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 წინააღმდეგი იყო, 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იხილეთ სია:

მომხრე:

  • გიორგი ამილახვარი;
  • გია ბენაშვილი;
  • ირაკლი ბერაია;
  • ირაკლი (დაჩი) ბერაია;
  • რამინა ბერიძე;
  • მაია ბითაძე;
  • ანზორ ბოლქვაძე;
  • ელისო ბოლქვაძე;
  • მაკა ბოჭორიშვილი;
  • ბუჩულური ანა;
  • ელგუჯა გოცირიძე;
  • ბექა დავითულიანი;
  • ალექსანდრე დალაქიშვილი;
  • ზაურ დარგალი;
  • ისკო დასენი;
  • მიხეილ დაუშვილი;
  • ზაალ დუგლაძე;
  • ქეთევან დუმბაძე;
  • გოჩა ენუქიძე;
  • გიორგი ვოლსკი;
  • ირმა ზავრადაშვილი;
  • ირაკლი ზარქუა;
  • არჩილ თალაკვაძე;
  • ედიშერ თოლორაია;
  • დავით კაჭარავა;
  • ლადო კახაძე;
  • გიორგი კახიანი;
  • კახა კახიშვილი;
  • შალვა კერესელიძე;
  • პაატა კვიჟინაძე;
  • სუმბატ კიურეღიანი;
  • ირაკლი კობახიძე;
  • ლევან კობიაშვილი;
  • ირაკლი კოვზანაძე;
  • რესან კონცელიძე;
  • კახაბერ კუჭავა;
  • მარიამ ლაშხი;
  • ნინო ლაცაბიძე;
  • ბექა ლილუაშვილი;
  • ზაზა ლომინაძე;
  • დავით მათიკაშვილი;
  • სამუელ მანუკიანი;
  • გურამ მაჭარაშვილი;
  • ლევან მგალობლიშვილი;
  • მამუკა მდინარაძე;
  • ირაკლი მეზურნიშვილი;
  • მაია მენაღარაშვილი;
  • გოგი მიშველიანი;
  • ირაკლი მეძმარიაშვილი;
  • სავალან მირზოევი;
  • გივი მიქანაძე;
  • ზაალ მიქელაძე;
  • ალექსანდრე მოწერელია;
  • ანტონ ობოლაშვილი;
  • ბექა ოდიშარია;
  • ანრი ოხანაშვილი;
  • შალვა პაპუაშვილი;
  • დიმიტრი სამხარაძე;
  • ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ვიქტორ სანიკიძე;
  • მიხეილ სარჯველაძე;
  • დავით სერგეენკო;
  • ირაკლი სესიაშვილი;
  • ეკა სეფიაშვილი;
  • დავით სონღულაშვილი;
  • სოზარ სუბარი;
  • ტაბატაძე ალექსანდრე;
  • თამარ ტალიაშვილი;
  • ნოდარ ტურძელაძე;
  • ირაკლი ქადაგიშვილი;
  • ლევან ქარუშიძე;
  • მარიამ ქვრივიშვილი;
  • ალუდა ღუდუშაური;
  • მიხეილ ყაველაშვილი;
  • გოდერძი ჩანქსელიანი;
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია;
  • ვასილ ჩიგოგიძე;
  • ირაკლი ჩიქოვანი;
  • ბეჟან წაქაძე;
  • ნინო წილოსანი;
  • ხატია წილოსანი;
  • გივი ჭიჭინაძე;
  • შოთა ხაბარელი;
  • ირაკლი ხახუბია;
  • გიორგი ხელაშვილი;
  • გიორგი ხოჯევანიშვილი;
  • დიმიტრი ხუნდაძე;
  • ვიქტორ ჯაფარიძე;

წინააღმდეგი:

  • ალეკო ელისაშვილი;
  • ლევან იოსელიანი;

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო:

  • ავთანდილ ენუქიძე;
  • დავით ზილფიმაინი;
  • ფრიდონ ინჯია;
  • მიქაძე გელა;

გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მას ვერ დაიჭერს.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები