ინჯია: „მელია პარლამენტს ძალიან დაამშვენებდა“
16/02/2021 14:46:39 პოლიტიკა
პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა და ის "დაამშვენებდა“ საკანონმდებლო ორგანოს.
"პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებაა და მე ამ შემთხვევაში არ მინდა, რამე შეფასება გავაკეთო.
ძალიან დაამშვენებდა პარლამენტს ნიკა მელია თავისი შემართებით. დაგვაკლდა ნამდვილად," - განაცხადა პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ.
ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.


