Accentnews.ge
ანზორ მელია: „გრცხვენოდეთ, გავრილოვიჩებო!“

ანზორ მელია: „გრცხვენოდეთ, გავრილოვიჩებო!“

16/02/2021 17:30:46 პოლიტიკა

გრცხვენოდეთ, გავრილოვიჩებო,– ამგვარად მიმართავს ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა აზნორ მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომელთაც დღეს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირეს მხარი.

„გრცხვენოდეთ, ამ სპექტაკლისთვის, რომელიც დღეს დადგით! გრცხვენოდეთ, ასე დაჩქარებული მეთოდით რომ გინდათ ნიკას გასამართლება, თითქოს ტერორისტი იყოს! ტერორისტებს მიხედეთ! იმაზე ინერვიულეთ, საზღვარი ტრასამდე რომ ჩამოვდა და არა ნიკას კაცობაზე“,– განაცხადა მელიამ „ფორმულას“ ეთერში.

ანზორ მელია ფიქრობს, რომ მისი ვაჟი პოლიტიკურ დევნას აქტიურობის გამო დაექვემდებარა:

„ნიკა ძალიან კომუნიკაბელურია, პატივს სცემს სხვა ადამიანის აზრს. წარმოდგენდით, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი ან სხვები გვერდში დაუდგებოდნენ? განსხვავებული პოზიციის პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ ნიკაში გამაერთიანებელს ხედავენ, რომელსაც საქართველოს ბედნიერი მომავალი უნდა. არ მინდოდა, თავმჯომარედ [ენმ–ის–რედ.]აერჩიათ, რადგან ვიცოდი, რა თავსატეხი მოჰყვებოდა. მაგრამ ნახეთ, რა უპირატესობით გაიმარჯვა, ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ახალგაზრდები მოიზიდა, პარტია გაიზრდებოდა... ეს ვერ აიტანა უპრველესად, ბიძინა ივანიშვიმა.

რა იმედი მქონდა 2012 წელს, ვფიქრობდი, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა ადამიანი, რომელიც საქართველოს იხსნის. ნაცვლად იმისა, რომ კარგი გაეკეთებინა, რაც ენმ–ს ჰქონდა, ცუდი წამოწია და კუბში აიყვანა“.

მელია ამბობს, რომ ამაყობს საკუთარი შვილით:

„მე და ჩემმა მეუღლემ ვისაუბრეთ, ერთამნეთი გავამხნევეთ, რომ შვილი სწორად, ჯანმრთელად გავზარდეთ. ისჯება არა იმისთვის, რომ ქურდობდა, ქრთამებს იღებდა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ასე უყვარს, უნდა ვიამაყოთ. გამსახურდია და კოსტავა... პატრიოტები იყვნენ ციხეში და ჩემი შვილი გამონაკლისი არ იქნება. მის ოჯახს მივხედავ სანამ ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, თუ არა და მეგობრები ჰყავს“.

ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S