პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა
17/02/2021 10:41:16 პოლიტიკა
პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები რაოდენობრივად ან უმრავლესობის წევრებზე მეტნი უნდა იყვნენ და წარმოდგენილნი იყვნენ თანაბარ-თანაბარი რაოდენობით.


