Accentnews.ge
სააკაშვილი – ივანიშვილს: "არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჭკუით იყავი!"

სააკაშვილი – ივანიშვილს: "არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჭკუით იყავი!"

17/02/2021 11:43:02 პოლიტიკა

"არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჭკუით იყავი!", – ასე მიმართავს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.

"დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ სჯერა. ტყუილად გგონია, რომ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს. ძალიან მალე, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არ აგცდება, შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ არჩევანი გაქვს, ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა: ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არ დაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე, რომ ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს", – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S