Accentnews.ge
"ნიკას ფიზიკურად დავიცავთ! თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალა შტურმით აიღონ"

"ნიკას ფიზიკურად დავიცავთ! თუ უნდათ, მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალა შტურმით აიღონ"

17/02/2021 18:25:33 პოლიტიკა

ენმ–ის ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი მიიჩნევენ, სასამართლომ დღეს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ენმ–ის თავმჯდომარეს – ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

"ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად. თუ უნდათ მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალა აიღონ შტურმით. საბოლოოდ გაფორმდა უკვე დიქტატურა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ნიკას დატოვებას მარტო. ეს არის ღირსების საქმე, ჩემი, ჩემი მეგობრების და ყველა იმ ადამიანის, რომელიც „გავრილოვის ღამეს“ იბრძოდა. არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს აქაურობის დატოვებას“,– განაცხადა მელიას თანაპარტიელმა ხატია დეკანოიძემ.

რესპუბლიკელი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ "წარმოუდგენელი" გადაწყვეტილება მიიღო:

„ბიძინა ივანიშვილის ნების შესრულება ხდება. უდანაშაულო ადამიანს უსჯიან პატიმრობას რისთვის? იმის გამო, რომ ის გამოკვეთილი მებრძოლია. გონივრლ ფარგლებს სცდება ეს ყველაფერი“.

სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადები არ არსებობს.

ცნობისთვის: ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რომელიც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ამასთან, მელიას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. სწორედ, ამ თანხის გადაუხდელობის გამო მოითხოვდა ბრალდების მხარე მელიას პატიმრობას. საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 40 000–ლარიანი გირაო. 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S