Accentnews.ge
"ბატონო ივანიშვილო, გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება"

"ბატონო ივანიშვილო, გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება"

17/02/2021 18:58:44 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოლიდარობისთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ ვერდიქტით ყველა იმ პირს ასამართლებენ, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, მათ შორის, იბრძოდნენ 2019 წელს რუსთაველზე – „გავრილოვის ღამეს“.

„გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი – გავრილოვის სასამართლო. თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ან ორ ადამიანს, ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. რეჟიმი ძალმომრეობაზე დგას, ჩვენ მხარეს სიმართლეა. ბატონო ივანიშვილო, გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება“,– განაცხადა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველი განცხადების გაკეთებისას.

მისივე თქმით, „პარტიული პოლიტიკა დასრულებულია“:

„არსებობს ორი მხარე – ეროვნული მოძრაობა და ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ერთ მხარეს ვდგავართ, ან მეორე. მიხარია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“.

მან განცხადება ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ენმ–ის ოფისში გააკეთა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S