Accentnews.ge
"საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით"

"საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით"

17/02/2021 19:12:38 პოლიტიკა

"საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით", – ასე მიმართა ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდეს.

"მე საქართველოს მოსახლოებას ვულოცავ, დიახაც, გამარჯვებას, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, ჩვენ დღეს გამარჯვეუბლები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, არამედ სულიერადაც, რადგან ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ჰქონოდა წინათ და ამ ბრძოლის შედეგად მოეპოვებინათ თავისუფლება და აგერ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. ამიტომ მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენელები. ან ვდგავართ ერთ მხარს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის, რასაც ახლა ვხედავ და რასაც ახლა ვგრძნობ, რომ ყველანი ახლა, აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ დღეს მარტო კოლეგები კი არ ვართ, თქვენი კოლეგებიც ვართ, თქვენი მეგობრები ვართ, საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ვესაუბრები, თქვენი წარმომადგენლები ვართ, მე ვიცი, რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით", – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S