Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება, ძალადობა არავის არგებს"

აშშ–ის საელჩო: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება, ძალადობა არავის არგებს"

17/02/2021 19:47:46 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S