"ხელები შორს მელიასგან! დიახ, ჩვენი ბრძოლა შეგნებული ბრძოლაა"
17/02/2021 20:17:16 პოლიტიკა
"ხელები შორს ნიკა მელიასგან, ხელები შორის ადამიანის თავისუფლებისგან!" - ასე ეხმიანება საქართველოს ექს–პრეზიდენტი ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს და მიმდინარე პროცესებს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა არ წყდება კონკრეტული პიროვნებების ბედი, ახლა წყდება მთლიანად ქვეყნის ბედი:
"მელიას დაცვა არის ყველაზე მთავარი დღეს. აქ არის საუბარი საქართველოს ყოფნა- არყოფნაზე. აქ არის საუბარი იმაზე რომ საქართველო საბოლოოდ გაბანძდება და გაუბედურდება. დიახ, ნიკა მელიამ შეგნებულად არ დაარღვია კანონი და შეგნებულად არ გაათელინა ღირსება, დიახ, ნიკა მელია შეგნებულად დადგა ხალხის მხარეს და დიახ , ჩვენი ბრძოლა შეგნებული ბრძოლაა".
მისი თქმით, ძალადობასა და ძალმომრეობას შეკავება სჭირდება:
"მხოლოდ ის ერები იმარჯვებენ, რომელსაც შეუძლია ძალმომრეობის შეკავება. ინიციატივა ძალმომრეობის მოდის მხოლოდ ერთი კაცისგან - ივანიშვილისგან და მისი პატრონებისგან რუსეთში, ესენი არის ყველა კოლექტიური გავრილოვები".
კითხვაზე, "რამდენად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს და სპეცრაზმით შევიდეს ოპოზიციის ოფისში", მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ისინი, რა თქმა უნდა აპირებენ მოსვლას, ისინი რა თქმა უნდა დაელოდებიან, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ამ შეთხვევაში ნიკა მელიას გადასარჩენად, მას გადარჩენა არ სჭირდება, უკვე გამარჯვებულია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის თავისუფლების გადასარჩენად და საქართველოს დასახსნელად".
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე.


