Accentnews.ge
„გავრილოვობა არის, როდესაც თქვენი პარტია მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ 2 თვეში იმ რეზოლუციას, სადაც სიტყვა სიტყვით ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი"

„გავრილოვობა არის, როდესაც თქვენი პარტია მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ 2 თვეში იმ რეზოლუციას, სადაც სიტყვა სიტყვით ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი"

17/02/2021 20:54:58 პოლიტიკა

„გავრილოვობა არის, როდესაც თქვენი პარტია მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად 2 თვეში იმ რეზოლუციას, სადაც სიტყვა სიტყვით ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და შემდეგ წლების განმავლობაში, ნაცმოძრაობას მივმართავ, ალაგეთ ცრუ ნარატივი, როგორც დღეს ცრუ ნარატივი ლაგდება ისე, თითქოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების იდეა იყო ომის დაბრალება, ან ვინმე ამას აპირებდა. მათ შორის მე, მამუკა მდინარაძეს მაბრალებდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, "მთავარი არხის" ანუ "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირ ეთერში გია ვოლსკის ტიტრად ეწერა გიორგი გავრილოვი".

„ბევრმა თქვენგანმა იცის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ვითომ ამ წერტილში მირტყამდით და ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც რეალურად განწყობილები ვართ ისე, როგორც უნდა ვიყოთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ანტირუსული, ანტისაოკუპაციო განწყობა არსებობს, ეს არსებობს ჩვენს გუნდში და თქვენს გუნდში, ისევ ნაციონალურ მოძრაობას მივმართავ, თქვენს გუნდში, რომელმაც მხარი დაუჭირა ომიდან 2 თვის თავზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას , სადაც ქართველ სამხედროებს კასტეტური ბომბებით ცხინვალის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ედებოდა ბრალად , სიტყვა სიტყვით წერია მე -5 პუნქტში, ეს განწყობა ვერასდროს იქნება. ვერასდროს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა იმ გუნდში, რომელი გუნდის წარმომადგენლებმაც არა ერთი, ათობით სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ვერასდროს იქნება იმ გუნდში ანტიოკუპაციური განწყობა რეალური, თუ ეს ცრუ არ არის, რომელმა გუნდმაც 2012 წლის ჩათვლით კასტეტური ბომბის ნაწილიც, რომელიც რუსებს ჰქონდათ ჩამოგდებული ცხინვალში და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოიძია შეგნებულად და შემდეგ "ქართულ ოცნებას" მოუწია ამ მტკიცებულების, სხვა 700 ზე მეტ მტკიცებულებასთან ერთად მოძიება და ვერასდროს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა და ეს თუ იქნება , იქნება ცრუ, მოგონილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S