რიში – მელიას საქმეზე: "გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის"
18/02/2021 05:53:47 პოლიტიკა
"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- ასე ეხმიანება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.


