ენმ–ის სათაო ოფისის მიმდებარედ საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა
18/02/2021 06:23:30 პოლიტიკა
ენმ–ის სათაო ოფისის მიმდებარედ, დაახლოებით, ასიოდ მეტრში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. ადგილზე მობილიზებულია შსს–ს კუთვნილებაში არსებულო ათობით ავტომანქანა. თავად სამართალდამცველები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ და შსს–ს პრეს–სამსახურთან ამისამართებენ.
ცნობისთვის: სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომლის თანახმადაც ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დაახლოებით, 12 საათი გავიდა, აღსრულება კი შსს–ს დაევალა. ცოტა ხნის წინ ენმ–ის ოფისში, სადანცნიკა მელია ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფება, შსს–ს გამომძიებლები მივიდნენ მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად და დასაკავებლად, თუმცა მათ ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს. თავის მხრივ ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მელიას დაკავების უფლებას არავის მისცემენ და რომ ფიზიკურად დაიცავენ. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა აშშ–ის საელჩომ.
"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით.
„არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
"სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან"


