Accentnews.ge
ოპოზიცია: „მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ"

ოპოზიცია: „მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ"

18/02/2021 07:14:50 პოლიტიკა

„ვითხოვთ შეხვედრას პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან“ ვითხოვთ შეხვედრას პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ ერთ საკითხთან – არჩევნებთან დაკავშირებით,– განაცხადა ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ენმ–ის ოფისში ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვითარებას პრემიერ–მინისტრის გადადგომა ვერ უშველის.

„მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ფასილიტატორებთან და განვიხილოთ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი. ჩვენი ამოცანა არასდროს იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა, რადგან მართლები ვართ. გვინდა ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების განვითარდება. ამიტომ, აშშ–ის საელჩოს განცხადება, პარტნიორების განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს პარტნიორების მხარდაჭერა. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა რიგ წარმომადგენლებში და არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რადგან მას პოლიტიკური და ადამიანური ცოდნაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ ჩამოირეცხავს და ის, რომ ის გადადგა, აღიარა, რომ აქ იგეგმებოდა სისხლისღვრა“.

გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მოლაპარაკებებისთვის სივრცე შექმნა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს:

„მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ, რომ ქვეყანა არ გადაჰყვეს კობახიძის და მდინარაძის კარიერულ ამბიციებს“.

ცნობისთვის: გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს–მ კი ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S