Accentnews.ge
მელია: "დასაფასებელია, ნამდვილად არ ველოდი გახარიას გადაწყვეტილებას"

მელია: "დასაფასებელია, ნამდვილად არ ველოდი გახარიას გადაწყვეტილებას"

18/02/2021 07:27:15 პოლიტიკა

ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე, დასაფასებელია და მისი გადადგომით ნათელი გახდა, რომ ენმ-ის ოფისში სისხლისღვრა იგეგმებოდა.

"ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, რიგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში „განათდა“, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გადადგა სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. მაგრამ ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან, ის, რომ მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. ვითხოვთ სასწრაფოს შეხვედრას პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთ საკითხთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა მელიამ.

როგორც მელია ამბობს, მისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო:

"ნამდვილად არ ველოდი გახარიას გადაწყვეტილებას, ვწესრიგდებოდი – თავს და წვერს ვიპარსავდი და ამ დროს გავიგონე ტაშის ხმა".

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S