Accentnews.ge
მარგველაშვილი: „ჩვენ არ დავუშვებთ კომიკურ დიქტატურას!“

მარგველაშვილი: „ჩვენ არ დავუშვებთ კომიკურ დიქტატურას!“

18/02/2021 07:38:29 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი გახარია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებაა და არ იძალადონ მოქალაქეებზე.

„სამართალდამცველებმა უნდა გაიაზრონ, რომ გადაწყვეტილების უკან ხელისუფლების ლეგიტიმური წყარო არ დგას – არც მთავრობა, არც პარლამენტი. თუ ძალადობას განახორციელებენ, ეს იქნება ერთი ჯგუფის ძალადობა მოქალაქეებზე. ისინი იქნებიან კონკრეტული ჯგუფის გადაწყვეტილების შემსრულებლები“,– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, მან ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა:

„გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე. პარლამენტში თავმოყრილმა მცირე ჯგუფმა გადაწყვიტეს, საქართველოში დიქტატურა დაამყარონ. რომელიმე დედაქალაქი მზად არის, რომ ამაზე ხელი მოაწერონ? მოქალაქეები აქტიურები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ დემოკრატია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არ დავუშვებთ კომიკურ დიქტატურას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S