Accentnews.ge
მედია: ლიეტუვის ელჩი ენმ–ის ოფისში კრიზისის განმუხტვამდე დარჩება

მედია: ლიეტუვის ელჩი ენმ–ის ოფისში კრიზისის განმუხტვამდე დარჩება

18/02/2021 08:16:20 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა.

"ქართული ოცნება“ დაადგა დიქტატურის დამყარების გზას და ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები, ამას ნიშნავს ლიეტუვის ელჩის აქ მოსვლა", - თქვა სამადაშვილმა, რომელიც ოფისთან ელჩს დახვდა.

ელჩმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახლა მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას უცხადებს და ლიეტუვა არის საქართველოს ერთერთი მთავარი მხარდამჭერი.

ამასთან, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ელჩი ენმ–ის შენობაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე დარჩება.

ცნობისთვის: გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა, შსს–მ ნიკა მელიას გადაკების ღონისძიება გადადო. „ქართული ოცნება“ ახალი მთავრობის ფორმირებას იწყებს და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას კანონის მორჩილებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მას კომენტარი არ გაუკეთებია ოპოზიციის პოზიციაზე, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S