Accentnews.ge
სირცხვილია – გახარიას გადადგომაზე: "დიდი ამბები შეიძლება, 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება"

სირცხვილია – გახარიას გადადგომაზე: "დიდი ამბები შეიძლება, 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება"

18/02/2021 08:38:16 პოლიტიკა

მოძრაობა "სირცხვილია" გიორგი გახარიას პრემიერ–მინისტრის გადადგომას Facebook-სტატუსით ეხმიანება:

"გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია", - ვკითხულობთ სტატუსში.

განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ "ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S